ჩვენ მიერ დამზადებული მრავალფეროვანი ბადეები, დაგიცავთ მწერებისაგან, რაც დამატებით კომფორტს შეგიქმნით

ალუმინის გასაწევი ფანჯარა

ესპანური მასალა
570 ლარი / კვ.მ.
პროფილის მასალა: Cortizo (ესპანეთი)
პროფილის სიგანე: 95 მმ
მინა: მინაკოლოფი - 4+ 16+ 4
სახელურის მექანიზმი: გასაწევი (ესპანური)


150 მოდელზე მეტი ვარიანტი
ფერთა გამა
ოფისში შეგიძლიათ ნახოთ სხვა ფერებიც

რისგან შედგება ფანჯარა?

ფანჯრის შერჩევის რეკომენდაციები, რათა მიიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება და თქვენი სახლი იყოს მყუდრო და დაცული
მინაკოლოფი
ფანჯრების დამზადების დროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია მინის შერჩევა, ვინაიდან მინას ფართობის დიდი ნაწილი უჭირავს და განსაზღვრავს ფანჯრის ენერგოეფექტურობას. ერთი ფენა მინის თბოიზოლაცია არის 5 W/Km2 რაც ძალიან დაბალია. ორმაგი ე.წ. მინაკოლოფის თბოიზოლაცია არის 2,1 W/Km2 სამმაგი მინაკოლოფის ენერგოეფექტურობა არის 1,7 W/Km2 ხოლო ორმაგი ენერგოეფექტური მინაკოლოფის თბოიზოლაცია/თერმოიზოლაცია, არის 1,1 W/Km2.

ცივ ამინდში ენერგოეფექტურ მინაკოლოფს განსაკუთრებული ეფექტი აქვს სახლის გათბობისთვის აუცილებელი ენერგიის დაზოგვაში, ვინაიდან სითბო არ იკარგება.
სპეციალური მინები
ჩვენ ასევე შეგვიძლია შემოგთავაზოთ სხვადასხვა სახის მინები:

დამუქებული მინა, რომელიც ნაკლებ მზის სხივს შემოუშვებს სახლში. ამავდროულად გარედან მინა სარკისებრია, ხოლო შიგნიდან ჩვეულებრივად გამჭვირვალე.

ნაწრთობი მინა, რომელიც გამოიყენება გარე ფასადებში, მოაჯირებზე და გადახურვებში. მას გააჩნია განსაკუთრებული სიმყარე და გატეხვის შემთხვევაში იგი იფშვნება პატარა ნაწილებად, რაც უზურნველყოფს უსაფრთხოებას მაღალი სართულებისთვის.

ლამექსი, არის 2 ან მეტი შეწებებული მინა, რომელიც გამოიყენება გადახურვისთვის, მოაჯირებისთვის და სხვა მრავალი დანიშნულებით, მათ შორის ტყვიაგაუმტარი შემინვებისთვის.

ფერადი მინა, გამოიყენება დეკორაციად, მოაჯირებზე, ფასადებზე, სახლის შიდა დიზაინებში. ეს მინა შეიძლება იყოს გამჭვირვალე ან გაუმჭვირვალე.
მეტალოპლასტმასის პროფილები Cortizo
ესპანური მასალის პროფილები გამოირჩევა სიმყარით და მაღალი ხარისხით:
  1. ენერგოეფექტურობა - 1,1; კამერების რაოდენობა - 5, რაც განაპირობებს ენერგიის დაზოგვას თქვენს სახლში.
  2. პროფილის კედლის სისქე 3მმ - რაც არ დაუშვებს პროფილის სტრუქტურის შეცვლას და დეფორმაციას.
  3. პროფილის განსაკუთრებული ზედაპირი შეიცავს ტიტანიუმის ოქსიდს, რაც ხელს უწყობს მზის სხივების არეკვლას, აგრეთვე იცავს პროფილს გახუნებისაგან და ფერის შეცვლისაგან 50 წლის მანძილძე.
  4. რეზინა - Cortizo-ს მასალის მაღალი ხარისხის რეზინები უზრუნველყოფენ ხანგრძლივ დაცვას ქარისა და წვიმისაგან.
  5. ფერთა ფართო არჩევანი.
    მეტალოპლასტმასის პროფილები
    მეტალოპლასტმასის პროფილების სწორი არჩევანი ხანგძლივად გაუმკლავდება კლიმატურ პირობებს და დაგიზოგავთ სახლის თბოენერგიას, რაც ამცირებს თქვენს კომუნალურ ხარჯებს.

    მეტალოპლასტმასის პროფილის არჩევისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ:
    • პლასტმასის შემადგენლობა, რაც განაპირობებს გამძლეობას, მასალის სიმყარეს და ექსპლუატაციის ვადას;
    • კამერების რაოდენობა, რაც განსაზღვრავს კარ-ფანჯარის ენერგოეფექტურობას. მაგალითად, 3-კამერიანი პროფილი ატარებს 2,1 W/Km2, მაშინ როცა 5 კამერიანი ატარებს 1,1 W/Km2. რაც უფრო ნაკლებია პროფილის გამტარობა, მით ნაკლებია სითბოს დანაკარგი.
      არმირება
      საქართველოში მიღებული პრაქტიკაა კარ-ფანჯრების დამზადება 1 მმ-ანი სისქის არმირებით, რაც არ აძლევს დამზადებულ კარ-ფანჯარას საკმარის სიმყარეს.

      ევროპაში მიღებული სტანდარტია 2 მმ-ანი არმირების გამოყენება მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების პროფილებში, რაც განაპირობებს სიმყარეს და გამძლეობას.

      "ევრო მოდერნ ჰაუსი" ყველა თავის მასალაში იყენებს 2 მმ-ან არმირებას, რაც დამატებითი ხარისხის გარანტიაა ჩვენი კლიენტებისთვის.
      მექანიზმები
      ბაზარზე წარმოდგენილია მრავალი ხარისხის კარ-ფანჯრის ჩამკეტი მექანიზმი. ევრო მოდერნ ჰაუსი თანამშრომლობს საერთაშორისოდ აღიარებულ გერმანულ კომპანია Roto-სთან.
      ჩამკეტი მექანიზმების შესაძლებლობებია:
      • ჩვეულებრივი გაღება;
      • გაღება-გადმოღება;
      • მხოლოდ გადმოღება;
      • გასაწევი მექანიზმი;
      • გოფრეს სტილის მექანიზმი.
      ალუმინის პროფილი
      ალუმინის კარ-ფანჯრების ხარისხი პირდაპირ დამოკიდებულია ალუმინის შენადნობის ხარისხზე. ესპანური ფირმა Cortizo აწარმოებს პროფილებს მაღალი მარკის ალუმინისგან, რაც ანიჭებს მათ წარმოებულ მასალას სიმყარეს და გამძლეობას.

      ალუმინის პროფილების ტიპები და გამოყენებები:
      • იზოპროფილი - არის ალუმინის პროფილი თერმოიზოლირებით. მას გააჩია პლასტმასის შიდა ფენა, რაც ინარჩუნებს სახლის სითბოს და იდეალურია ცივი ამინდებისთვის;
      • ალდოქსი - არის ერთ კამერიანი ალუმინის პროფილი, რომელიც გამოიყენება შენობის შიდა გადატიხვრებში, ოფისებში და გამყოფი კედლებისთვის.
        ყურადღება!
        მისაღები კომპლექსტაციის შერჩევაში დაგეხმარებათ ჩვენი მენეჯერი შეხვედრისას ან ტელეფონით.

        თქვენ შეგიძლიათ თავად აიღოთ ზომები ან გამოიძახოთ ჩვენი სპეციალისტები ზუსტი აზომვების შესასრულებლად.

        რაც მთავარია - ამზომველის გამოძახება არაფერს გავალდებულებთ: შეკვეთის გაფორმების მიუხედავად, ეს სრულიად უფასოა!
        This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
        Create a website