თითოეული ბინა უნიკალურია.
ჩვენ ვიცით, როგორ შევარჩიოთ თქვენთვის მისაღები ფასისა და ხარისხის ბადეები და რაფები

კომპლექტაციაში დამატება

ეს მასალები შეჰმატებენ თქვენს ბინას დამატებით სიმყუდროვეს და დაცვას

ბადე

ბადე საუკეთესო საშუალებაა მწერებისგან თავდასაცავად.
ევრო მოდერნ ჰაუსი გთავაზობთ მრავალფეროვან, თანამედროვე ტიპისა და დახვეწილი დიზაინის მქონე ბადეებს, რაც დამატებით კომფორტს შეგიქმნით სახლებსა და ოფისებში.

ჩვენ გვაქვს შემდეგი სახეობები:
გასაღები ბადე — კარისებრი გაღებით. ეს არის ეკონომიური და სტანდარტული ბადე, რომელიც უმჯობესია გამოიყენოთ აივნის კარ-ფანჯრებზე.
ბადე როლეტი — ასაწევი/გასაწევი ბადე, დასახვევი მექანიზმით. გამოიყენება ყველა ტიპის ფანჯარასა და კარზე.
ბადე გოფრა — ასაწევი/გასაწევი ბადე, რომელიც გოფრირებულად იკეცება. ეს არის თნამედროვე და კომფორტული მექანიზმი, რომელიც ასევე გამოიყენება ყველა ტიპის ფანჯარასა და კარზე.

რაფა

ფანჯრის რაფა ვიზუალურად აუმჯობესებს ფანჯრის დიზაინს.

ევრო მოდერნ ჰაუსში შეგიძლიათ შეარჩიოთ 3 ტიპის რაფა სხვადასხვა ფერითა და ფაქტურით:
გრანიტის რაფა — დიზაინერული თვალსაზრისით მარტივად შეგიძლიათ შეუხამოთ და მოარგოთ ფანჯარას, მისი ფერთა გამითა და ფაქტურის საშუალებით.
მარმარილოს რაფა — მაღალხარისხიანი მასალა, რომელიც გაძლევთ ფართო შესაძლებლობებს დიზაინისა და ფერების მხრივ. გამოირჩევა დახვეწილობით და გამოიყენება მაღალხარისხოვან პრესტიჟულ ბინებში.
პლასტმასის რაფა — ყველაზე ეკონომიური ვარიანტი. შესაძლებელია ფერთა ფართო არჩევანი, რომელიც ხშირად გამოიყენება თეთრ ფერში.
კომპლექტაციის ფართო არჩევანი
206
მოდელის ფანჯარა თურქეთიდან და ესპანეთიდან
70
სხვადასხვა ფერის არჩევანი თქვენი ფანჯრისა თუ კარისთვის
26
სახის მინა სხვადასხვა დონის მზის დამცავი თუ სიმკვრივის თვისებებით
87
სახეობის ჩამკეტი მექანიზმი და სახელურები კარ-ფანჯრისთვის
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website