თითოეული ბინა უნიკალურია.
ჩვენ ვიცით როგორ შევარჩიოთ თქვენთვის სათანადო ფასისა და ხარისხის ფანჯრები

კომპლექტაციაში დამატება

ეს მასალები შემატებენ თქვენს ბინას დამატებით სიმყუდროვეს და დაცვას

მზისგან დამცავი გარე ჟალუზი

გვაძლევს მზის სხივების რეგულირების საშუალებას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს კონდენციონერის ხარჯებს.

გთვაზობთ როგორც ფიქსირებულ ასევე მოძრავ ჟალუზებს.

ფირფიტები შეიძლება გამოიყენოთ როგორც ჰორიზონტალურ ასევე ვერტიკალურ მდგომარეობაში.

ფარდა - ჟალუზი

ფარდა-ჟალუზი მისცემს თქვენს ოფისს ან ბინას დამატებით სიმყუდრვეს და დაიცავს მზის სხივებისაგან.
ევრო მოდერნ ჰაუსი გთავაზობთ მაღალი ხარისხის ფარდა-ჟალუზებს ფერთა ფართო არჩევანით:
ვერტიკალური ფარდა ჟალუზი — ფერთა ფართო სპექტრი გაძლევთ შესაძლებლობას ლამაზად შეუხამოთ ნებისმიერი სახის ინტერიერს. ფარდის მასალა არის მყარი და არ იკავებს მტვერს.
ჰორიზონტალური ჟალუზი — არის პრაქტიკული და მარტივად მოსავლელი.

სპეციალური მინა

ჩვეულებრივი გამჭვირვალე მინის გარდა, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს ბინაში ან ოფისში სპეციალური მინები.

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ შემდეგი სახეობის მინები:
დამუქებული მინა — ნაკლებ მზის სხივს შემოუშვებს სახლში, ამავდროულად გარედან მინა სარკისებრია, ხოლო შიგნიდან გამჭვირვალე.
ნაწრთობი მინა — გამოიყენება გარე ფასადებში, მოაჯირებზე და გადახურვებში. მას გააჩნია განსაკუთრებული სიმყარე და გატეხვის შემთხვევაში იგი იფშვნება პატარა ნაწილებად, რაც უზურნველყოფს დამატებით უსაფრთხოებას მაღალი სართულებისთვის.
ლამექსი — ორი ან მეტი შეწებებული მინა, რომელიც გამოიყენება გადახურვისთვის, მოაჯირებისთვის და სხვა მრავალი დანიშნულებით, მათ შორის ტყვიაგაუმტარი შემინვებისთვის.
ფერადი მინა — გამოიყენება დეკორაციად მოაჯირებზე, ფასადებზე, სახლის შიდა დიზაინებში. ეს მინა შეიძლება იყოს გამჭვირვალე ან გაუმჭვირვალე.

სპეციალური ფორმის ფასადი


გაქვთ საშუალება ჩვენი ფასადური სისტემით ნებისმიერი ფორმა და ტექნიკური გათვლები განხორციელოთ Cortizo-ს ინჟინრების დახმარებით.

კარ-ფანჯრები

შეგიძლიათ დაამატოთ კარ-ფანჯრები ყველანაირი გაღების მექანიზმით: გაღება, გადმოღება, ქვემოდან გამოღების მექნიზმებით.
კომპლექტაციის ფართო არჩევანი
206
მოდელის ფანჯარა თურქეთიდან და ესპანეთიდან
70
სხვადასხვა ფერის არჩევანი თქვენი ფანჯრისა თუ კარისთვის
26
სახის მინა სხვადასხვა დონის მზის დამცავი თუ სიმკვრივის თვისებებით
87
სახეობის ჩამკეტი მექანიზმი და სახელურები კარ-ფანჯრისთვის
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website